რუბრიკები



ანმავითარებელი შეფასება ჰოლისტური რუბრიკის საშუალებით
კარგი
დამაკმაყოფილებელი
არადამაკმაყოფილებელი
მოსწავლეს შეუძლია მაპროვოცირებელ ტექსტის გაცნობისას ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა, სწორი ინფორმაციის ცრუ ინფორმაციისგან გარჩევა, ახდენს მასალის გაყოფას კრიტერიუმების მიხედვით
მოსწავლეს შეუძლია მაპროვოცირებელ ტექსტის გაცნობისას ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა, სწორი ინფორმაციის ცრუ ინფორმაციისგან გარჩევა, უჭირს  მასალის გაყოფას კრიტერიუმების მიხედვით

მოსწავლეს არ შეუძლია მაპროვოცირებელ ტექსტის გაცნობისას ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა, სწორი ინფორმაციის ცრუ ინფორმაციისგან გარჩევა, ვერ ახდენს მასალის გაყოფას კრიტერიუმების მიხედვით
მოსწავლე სწორად აანალიზებს გაკვეთილის მსვლელობისას დასმულ კითხვებს და შეუძლია ეფექტური უკუკავშირი.

მოსწავლე სწორად აანალიზებს გაკვეთილის მსვლელობისას დასმულ კითხვებს, მაგრამ არ შეუძლია ეფექტური უკუკავშირი.

მოსწავლე სწორად ვერ აანალიზებს გაკვეთილის მსვლელობისას დასმულ კითხვებს და არ შეუძლია ეფექტური უკუკავშირი.
მოსწავლეს შეუძლია მოცემული ტექსტიდან ამოიცნოს აღზრდის ტიპები, მისი მახასიათებლები
მოსწავლეს უჭირს დამოუკიდებლად   მოცემული ტექსტიდან ამოიცნობა აღზრდის ტიპები,მისი მახასიათებლები
მოსწავლეს არ შეუძლია მოცემული ტექსტიდან ამოიცნოს  არზრდის ტიპები და მისი მახასიათებლები.
მოსწავლე სწორად ქმნის  ცხრილს, ადეკვატურად იყენებს ამისთვის მოსმენილ ინფორმაციას და შეუძლია პასუხისთვის შევსებული ცხრილის გამოყენება.
მოსწავლე სწორად ქმნის  ცხრილს, ადეკვატურად იყენებს ამისთვის მოსმენილ ინფორმაციას, მაგრამ უჭირს  პასუხისთვის შევსებული ცხრილის გამოყენება.
მოსწავლე სწორად ვერ  ქმნის  ცხრილს, ადეკვატურად ვერ იყენებს ამისთვის მოსმენილ ინფორმაციას და არ შეუძლია პასუხისთვის შევსებული ცხრილის გამოყენება.

მოსწავლე მსჯელობს აღზრდის ტიპების შესახებ და თითოეული ტიპის მახასიათებლებზე
მოსწავლე ნაწილობრივ მსჯელობს აღზრდის ტიპების შესახებ და თითოეული ტიპის მახასიათებლებზე
მოსწავლე არ მსჯელობს აღზრდის ტიპების შესახებ და თითოეული ტიპის მახასიათებლებზე
მოსწავლე იცავს დროის ლიმიტს, თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ითვალისწინებს მათ აზრს.აქტივობებში მონაწილეობს აქტიურად.
მოსწავლე იცავს დროის ლიმიტს, თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ნაწილობრივ ითვალისწინებს მათ აზრს,  უჭირს მოსაზრებების გამოთქმა და ცოდნის დემონსტრირება.
მოსწავლე ვერ იცავს დროის ლიმიტს, არ თანამშრომლობს თანაკლასელებთან, არ ითვალისწინებს მათ აზრს, არ შეუძლია მოსაზრებების გამოთქმა და ცოდნის დემონსტრირება.


ხელმოწერა: ვიოლეტა ვოსკანიანი

თარიღი:





პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
ნაშრომში ნათლად არის ასახული   სპარტანული  აღზრდის მეთოდები და მათი თავისეუბურება. ასევე ასაკობრივი აღზრდის ეტაპები და სპარტანული სისტემის არსებობის მიზეზები.

ნაშრომში ზედაპირულადაა ასახული   სპარტანული  აღზრდის მეთოდები და მათი თავისეუბურება. ნაწილობრივ არის ახსნილი ასაკობრივი აღზრდის ეტაპები და სპარტანული სისტემის არსებობის მიზეზები.

ნაშრომი არ პასუხობს თემას, სპარტანული  აღზრდის მეთოდები გაუგებრადაა წარმოჩენილი, არ  არის ახსნილი ასაკობრივი აღზრდის ეტაპები და სპარტანული სისტემის არსებობის მიზეზები.

წარდგენილი ინფორმაცია სრულყოფილია, თანდართულია შინაარსის ადეკვატური, ვიზუალური მასალა. შინაარსი სრულად პასუხობს თემას.
შინაარსში გარკვეული დეტალები გამოტოვებულია, და სრულად ვერ ასახავს ძირითად ინფორმაციას. ვიზუალური მასალა ნაწილობრივ შეესაბამება შინაარსს.
შინაარსობრივი მხარე ძალიან ზოგადია, არ არის გამოყოფილი პრობლემები, მასალის ორგანიზება გაუგებარია, თან არ ერთვის ვიზუალური მასალა.
ვიზუალი სრულყოფილია.ნაშრომში ნაჩვენებია ორიგინალური და საინტერესო დეტალები; ჩასმული ფოტომასალა თემასთან შესაბამისია
ვიზუალი ნაწილობრივ არის წარმოჩენილი.
შემოთავაზებული ვიზუალური მასალა  ნაწილობრივ შეესაბამება თემას.
 მოძიებულია შეუსაბამო დეტალები; არ არის სათანადო რესურსები. ვიზუალური მასალა არ შეესაბამება თემას.
მასალა დაწერილია აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე. მოსალოდნელ კითხვებზე პასუხები დეტალურად არის გაცემული.
მასალები წარმოდგენილია აუდიტორიისთვის არასრულყოფილად; არ არის გათვალისწინებული აუდიტორიის ასაკი.
პრეზენტაცია შექმნილია აუდიტორიისთვის გაუგებარი ენით.
მართლწერაში დაშვებული შეცდომები არ არის.
ნაწილობრივ არის დაშვებული გრამატიკული და პუნკტუაციური შეცდომები.
არ არის დაცული გრამატიკული ნორმები. დაშვებულია მრავალი შეცდომები.





Комментариев нет:

Отправить комментарий